დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016309 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ. 2024) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 71. ოფისის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.
2. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 81. ოფისის უფროსის მოადგილე ოფისის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს: ა) საზღვარგარეთ წარგზავნილი თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ორგანიზებისა და ყოველდღიური კოორდინაციის ხელშეწყობას; ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მიღების, დამუშავების და დანიშნულებისამებრ დაგზავნის კოორდინაციის ხელშეწყობას; გ) ყოველდღიური ადმინისტრაციული, ფინანსური, ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციის ხელშეწყობას; დ) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლის ხელშეწყობას; ე) ოფისზე დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულების ხელშეწყობას.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები