საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018735
  • Word
427
09/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018735
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №42 7

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ ფიზიკურ პირ, ალექსანდრე მახარეიშვილს (პირადი 17001003599) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ვანში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარედ 70 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 31.01.25.051) ალექსანდრე მახარეიშვილის საკუთრებაში არსებული ქ. ვანში, თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ 70 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 31.01.26.014) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ , იმ პირობით, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ალექსანდრე მახარეიშვილი უარს იტყვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2014 წლის 2 დეკემბრის 95/ს და სსიპ -ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 16 დეკემბრის 006922114 დასკვნებით დადგენილი ამ პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 2800 (ორი ათას რვაასი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

2. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი