ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018733
  • Word
419
06/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018733
ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №419

 2015 წლის 6 მარტი

 ქ. თბილისი

ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გაუქმდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს „დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკის“ ერთ ლარიანი ნომინალური ღირებულების 1 522 091 ცალი ჩვეულებრივი აქციის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 5 მარტის №1-1/707 ბრძანების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო პირობა, იმ შემთხვევაში, თუ ფ/პ გურამ ქარაზანაშვილი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 44 646,86 (ორმოცდაოთხი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდას 2015 წლის 1 აპრილამდე.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,ფ/პ გურამ ქარაზანაშვილი გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფ/პ გურამ ქარაზანაშვილს შორის, 2012 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი