ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018733
  • Word
419
06/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018733
ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №419

 2015 წლის 6 მარტი

 ქ. თბილისი

ფიზიკური პირის გურამ ქარაზანაშვილისათვის საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გაუქმდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს „დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკის“ ერთ ლარიანი ნომინალური ღირებულების 1 522 091 ცალი ჩვეულებრივი აქციის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 5 მარტის №1-1/707 ბრძანების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო პირობა, იმ შემთხვევაში, თუ ფ/პ გურამ ქარაზანაშვილი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 44 646,86 (ორმოცდაოთხი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდას 2015 წლის 1 აპრილამდე.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,ფ/პ გურამ ქარაზანაშვილი გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფ/პ გურამ ქარაზანაშვილს შორის, 2012 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი