დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018747 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №413
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ (ს/კ: 404389693), 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების ეფექტურად და შეუფერხებლად ფუნქციონირების, ასევე, მათი მართვის, კოორდინაციის და განვითარების ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფის მიზნით, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები