„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016170
7
13/03/2015
ვებგვერდი, 17/03/2015
010250020.35.134.016170
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2015 წლის 13 მარტი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა შესაბამისად  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებით (ვებგვერდი, 25.11.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016158) დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს შესათანხმებლად წარუდგენს ისეთ გარიგებებს, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს.“

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე