საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018745
  • Word
367
05/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018745
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №36 7

 2015 წლის 5 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდგომში - ფონდი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1715 განკარგულებით დაევალა ქალაქებში: თელავი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე ახალი მუნიციპალიტეტების ორგანოების განსათავსებლად საჭირო ადმინისტრაციული შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, ფონდს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გამოუყო 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი,ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 2 727 161 (ორი მილიონ შვიდასოცდაშვიდი ათას ასსამოცდაერთი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსსახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს1 542 150 (ერთი მილიონ ხუთას- ორმოცდაორი ათას ასორმოცდაათი) ლარი. 

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი