დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროკავშირს, საქართველოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018744 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №366
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ევროკავშირს, საქართველოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ სესხის ფინანსური პირობების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროკავშირს, საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ სესხის (23 მილიონი ევრო) პირველი ტრანშის თანხის (10 მილიონი ევრო) გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2. ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროკავშირს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სესხის პირველი ტრანშის თანხის გამოთხოვასთან დაკავშირებით, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ოდენობა: 10 მილიონი ევრო;
სესხის ხანგრძლივობა: 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 10 წელი);
საპროცენტო განაკვეთი: ფიქსირებული, არაუმეტეს წლიური 2%;
ევროკავშირისთვის ერთჯერადად ასანაზღაურებელი სესხის მოზიდვისთვის გაწეული ხარჯი: სესხის თანხის არაუმეტეს 4%.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები