დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის– სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018762 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №362
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“ პროგრამით (პროგრამული კოდი – 37 02) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები