დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - ახალი ნაბიჯებისათვის(საიდენტიფიკაციო კოდი - 202224887) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, დროებით (5 (ხუთი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემაზე, სსიპ - ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018761 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №361
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – ახალი ნაბიჯებისათვის (საიდენტიფიკაციო კოდი – 202224887) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, დროებით (5 (ხუთი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემაზე, სსიპ – ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლას, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ-ში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: 01.19.39.010.015) ნაწილი, კერძოდ, საჯარო სკოლის №1 შენობა-ნაგებობის „ბ“ ლიტერში, პირველ სართულზე, 3 ოთახის 148.91 კვ.მ ფართი და დამხმარე ფართები 43.74 კვ.მ (სულ, საერთო ფართი - 192.65 კვ.მ) დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, 5 (ხუთი) წლის ვადით გადასცეს ა(ა)იპ – ახალ ნაბიჯებს (საიდენტიფიკაციო კოდი – 202224887).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები