საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018755
  • Word
355
05/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018755
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 355

2015 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების  ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ელზუროს“ (ს /402004353) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გამსახურდიას გამზ. 23ა-ში (ნაკვეთი 18/24)  მდებარე 3461 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები:  №1 საერთო ფართით - 1131,78 კვ.მ  (მ/შ  I სართული  561.75 კვ.მ, II სართული 570.03 კვ.მ), 2 და 3 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 01.10.13.018.024), შპს  „ელზუროს“ საკუთრებაში არსებული,  ქ. თბილისში,  ალ. ყაზბეგის  გამზ. 25-ში მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს და 27-ში არსებულ სკოლას შორის (ნაკვეთი 11/1) მდებარე 2393 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.15.011.001)  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2.  შპს „ელზურომ“  სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი დასკვნებით დადგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ქონებების  საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა - 116 488 (ას თექვსმეტი ათას ოთხას ოთხმოცდარვა ლარი) გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვეში. 

3. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                                               . ღარიბაშვილი