დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო–სათხილამურო კურორტისათვის,8-ადგილიანი გონდოლებიანი საბაგირო გზა „G01“–ისა და 6-ადგილიანი სავარძლებიანი საბაგირო გზა „G02“–ის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018731 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №353
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო–სათხილამურო კურორტისათვის, 8-ადგილიანი გონდოლებიანი საბაგირო გზა ,,G01“–ისა და 6-ადგილიანი სავარძლებიანი საბაგირო გზა ,,G02“–ის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო–სათხილამურო კურორტისათვის, 8-ადგილიანი გონდოლებიანი საბაგირო გზა ,,G01“–ისა და 6-ადგილიანი სავარძლებიანი საბაგირო გზა ,,G02“–ის მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ–მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები