დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. ღარიბაშვილისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018728 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №350
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. ღარიბაშვილისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი კორპორატიული IT-ის მართვისა და მისი როლის ზრდის, განათლების, IT ინოვაციების, IT ინდუსტრიის პოტენციალის ზრდისა და ახალგაზრდობის შესაძლებლობების გაძლიერების სფეროში მოსალოდნელი თანამშრომლობის თაობაზე (შემდგომში - ურთიერთგაგების მემორანდუმი).
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
3. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 4 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები