დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016156 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილების მეათე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები:
„4. მთავარი სპეციალისტი ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: აუცილებელია საშუალო განათლება; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", ევროპული ქარტიის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word და Microsoft Office Excel-ის ცოდნა; ე) ასაკი – არანაკლებ 18 წელი; ვ) სასურველი უნარ-ჩვევები: ვ.ა) ლიდერობა; ვ.ბ) კრეატიულობა; ვ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ვ.დ) კომუნიკაციის უნარი; ვ.ე) ორგანიზებულობა; ვ.ვ) გუნდური მუშაობა; ვ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.
5. სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: აუცილებელია საშუალო განათლება; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word და Microsoft Office Excel-ის ცოდნა; ე) ასაკი - არანაკლებ 18 წელი; ვ) სასურველი უნარ-ჩვევები: ვ.ა) ლიდერობა; ვ.ბ) კრეატიულობა; ვ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ვ.დ) კომუნიკაციის უნარი; ვ.ე) ორგანიზებულობა; ვ.ვ) გუნდური მუშაობა; ვ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.
6. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: აუცილებელია საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word და Microsoft Office Excel-ის ცოდნა; ე) ასაკი – არანაკლებ 18 წელი. ვ) სასურველია – უცხო ენის ცოდნა, სამუშაო გამოცდილება; ზ) სასურველი უნარ-ჩვევები: ზ.ა) კრეატიულობა; ზ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ზ.გ) კომუნიკაციის უნარი; ზ.დ) ორგანიზებულობა; ზ.ე) გუნდური მუშაობა; ზ.ვ) შედეგზე ორიენტირებულობა.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები