„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016219
14
11/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
010260020.35.108.016219
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2015 წლის 11 მარტი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 1631 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1.  დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
  1.  დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

,,ლ) იურიდიული სამსახური.“.

  1. დებულების მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
  1. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს მე-101 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,101. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სამართლებრივი მომსახურება, გამგეობის ინტერესების დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.“.

მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი