დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016084 |
40
30/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
010320000.33.058.016084
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17/07/2013 სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016044) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ამოღებულ იქნეს მე-2 თავის მე-14 და მე-15 მუხლები;
2. VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 48-ე და 49-ე მუხლები:
,,მუხლი 48
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI, XIII, XX, XXIX თავები;
ე) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება’’.
5. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკა (პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია და წარმოების დანახარჯები); ბიზნეს პროექტის შედგენის ძირითადი პრინციპები; ინდიკატორული გეგმის (პროგნოზის) შემუშავება.
მუხლი 49
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება (აგრარულ სფეროში);
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI, XIII, XX, XXIX თავები;
ე) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკა (პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია და წარმოების დანახარჯები); ბიზნეს პროექტის შედგენის ძირითადი პრინციპები; ინდიკატორული გეგმის (პროგნოზის) შემუშავება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები