„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018492
107
10/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
470230000.10.003.018492
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2015, 470230000.10.003.018398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

 

 1. მე-2 მუხლის: 

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაბა-ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის:

დ.ა) სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ავეჯის, ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;

დ.ბ) გათბობა-გაგრილების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა.“.

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის:

 ვ.ა) კომუნალური ხარჯების დაფინანსება;

 ვ.ბ) შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა.“.

 

 2.  მე-2 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ბორჯომის (დაბა ბაკურიანი), ყაზბეგის (დაბა სტეფანწმინდა), თიანეთის (დაბა თიანეთი), თეთრიწყაროსა (ქ. თეთრიწყარო) და წალკის (ქ. წალკა)) მოქმედი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების (მოძრავი და უძრავი) ქონების  გამოსყიდვა.“.

 

 3.  მე-3  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

 ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-8 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ხოლო მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანგარიშებზე მიმართვა;

   ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება.

   4. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  უზრუნველყოს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

   5.  შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“  უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.

   6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა.

 

 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 9 284.4  ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

433.4

2

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

101.0

3

საექსპერტო სამუშაოები და საავტორო ზედამხედველობა

69.0

4

დაბა-ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის:

232.1

 

4.1 სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ავეჯის, ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა

202.1

4.2 გათბობა-გაგრილების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

30.0

5

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:

1 044.0

 

5.1  სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

850.0

5.2 კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა

194.0

6

ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის:

51.7

 

6.1 კომუნალური ხარჯების დაფინანსება

5.0

6.2 შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

46.7

7

პროგრამის ადმინისტრირება

45.0

8

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის:

118.1

 

8.1 სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

58.5

8.2 ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა

46.3

8.3 სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა

13.3

9

საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ბორჯომის (დაბა ბაკურიანი), ყაზბეგის (დაბა სტეფანწმინდა), თიანეთის (დაბა თიანეთი), თეთრიწყაროსა (ქ. თეთრიწყარო) და წალკის (ქ. წალკა)) მოქმედი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების (მოძრავი და უძრავი) ქონების გამოსყიდვა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №302 განკარგულების შესაბამისად.

7 190.1

 

სულ

9 284.4

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი