დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016083 |
39
30/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
010320000.33.058.016083
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №136 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/08/2013 სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016047) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველ პუნქტს ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება თანახმად N7 დანართისა.“
ბ) ბრძანების დანართი N2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულებიდან ამოღებულ იქნეს:
ბ.ა) მე-4 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტი;
ბ.ბ) მე-4 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტი;
ბ.გ) მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი;
ბ.დ) მე-8 მუხლი.
გ) დანართი N7 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
|
| მუხლი 2 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
|
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები |
| მუხლი 4 |
|
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ინფორმაციის შეგროვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ;
ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
დ)სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი;
ე) რეგიონში, აგროსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, ანალიზი და სამინისტროს ხელმძღანელობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მათ შორის: განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების თაობაზე; საკანონმდებლო ინიციატივებზე; საინვესტიციო პროექტებზე და სხვა;
ვ) ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი;
ზ) შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების დინამიკის თაობაზე (განვლილი პერიოდის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე) ინფორმაციის მომზადება;
თ) სასოფლო-სამეურნეო სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მიხედვით;
ი) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება;
კ) სამინისტროს პოლიტიკის, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება;
მ) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ეკონომიკური შეფასება (გამოყენებული წარმოების საშუალებებზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით) და დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაცემა;
ნ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
ო) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
პ)სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიახლეებზე, ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ჟ)ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;
რ)მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ს) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაწევა;
ტ)ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
უ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
ფ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ქ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციიების გაწევა;
ღ) სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა;
ყ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა;
ც) საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებსა და ქ. ბათუმში;
ძ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
წ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ჭ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. |
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა |
| მუხლი 5 |
|
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება;
ბ) ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება;
გ) ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება;
დ) შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება;
ე) ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება;
ვ) რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილება.
|
| მუხლი 6 |
|
1.ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება წარმოადგენს დეპარტამენტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქ. ბათუმის მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქ. ბათუმის აეროპორტის, კახაბრის, ბათუმის სამრეწველო, გონიო -კვარიათისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ხოლო ქედის, შუახევისა და ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე.
2. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებების (შემდგომში - საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებები) ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) ინფორმაციის შეგროვება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ;
ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში სამოქმედო ტერიტორიაზე ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
დ) სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციების გაწევა და მონიტორინგი;
ე) სამინისტროს პოლიტიკის, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება;
ვ)პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში წარმოქმნილი ხელშემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების დროული წარდგენა;
ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე, აგროსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მათ შორის: განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების თაობაზე; საკანონმდებლო ინიციატივებზე; საინვესტიციო პროექტებზე და სხვა;
თ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი;
ი)სამოქმედო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მიხედვით;
კ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება;
მ) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ეკონომიკური შეფასება (გამოყენებული წარმოების საშუალებებზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით) და დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაცემა;
ნ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებსა და მათ შედეგიანობაზე დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია, დანერგვის ხელშეწყობა და კონსულტაციების გაწევა;
პ) სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებულ და პოტენციურად გავრცელებად მავნებელ-დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისა და პევენციულ ღონისძიებებზე დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ჟ) ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;
რ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიახლეებზე, ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ს) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ტ) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
უ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაწევა;
ფ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მაღალპროდუქტიული ჯიშების უპირატესობებზე კონსულტაციების გაწევა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
ქ) სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა მაღალპროდუქტიულ ჯიშებსა და მათ შედეგიანობაზე დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ღ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
ყ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
შ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა საკვებწარმოების მეთოდებზე კონსულტაციების გაწევა.
ჩ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ც) სახელმწიფო, ავტონომიური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ აგროსექტორიში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
წ) სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა;
ჭ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ხ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ჯ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ჰ1) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
|
| მუხლი 7 |
|
რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:
ა) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა, შედეგების ანალიზი და საჭირო ინფორმაციის მომზადება;
გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებიდან პირველადი ოპერატიული მონაცემების შეკრება და მათი ანალიზი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ე) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ვ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავარაუდო მოსავლის თაობაზე ინფორმაციის მიღება-დამუშავება;
ზ) სოფლის მეურნეობის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების მიმდინარეობის ხელშეწყობა, ინფორმაციული უზრუნველყოფა, შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
თ) შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების დინამიკის თაობაზე (განვლილი პერიოდის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე) ინფორმაციის მომზადება;
ი) სოფლის მეურნეობის სფეროში მოზიდული და დაგეგმილი ინვესტიციების ანალიზი;
კ) მსოფლიოში აპრობირებული სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით;
ლ) ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი;
მ) აგროსამრეწველო და სასურსათო სექტორში არასახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალბების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და შესაბამისი წინადადების მომზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეკომენდაციების მომზადება;
ო)სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა;
პ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
რ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. |
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები |
| მუხლი 8 |
|
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ)წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ)წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ)შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
3.დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
|
| მუხლი 9 |
|
1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ)ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.
|
| მუხლი 10 |
|
დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები