დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3124-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.05.001.017627 |
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 მუხლები:
„მუხლი 111. სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა 1. სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე სპეციალურ მომზადებას გადის. 4. წვევამდელს სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 5. პირს, რომელიც სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
მუხლი 112. სამსახურის მოსამსახურის ფიცი 1. წვევამდელი სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ დებს სამხედრო ფიცს და სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურში მიღების შემდეგ დებს სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 3. სამსახურის წარდგინებით სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. სამსახურის მოსამსახურის სამუშაო დრო 1. სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 2. სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის დროსაც სამსახურის მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს მისთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამსახურის მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით. 3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარდგინებით „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებისა და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის“ ტექსტის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მარტი 2015 წ. N3124-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები