„საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018486
101
09/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
010220020.10.003.018486
„საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/10/2013, 010220020.10.003.017429) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნას საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

თეიმურაზ მურღულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;  

გოჩა რატიანი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

დავით ჯალაღანია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

ვალერი კვარაცხელია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ბესიკ დევდარიანი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

აკაკი ლოდია - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ხმალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

მარიამ რაქვიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე;

შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ნინო ხატისკაცი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.“.

 

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. დაევალოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.

2. დაევალოთ სამთავრობო კომისიაში წარმოდგენილ სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატებს:

ა) შესაბამისი სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იქნებიან ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების პროცესში და უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას სამთავრობო კომისიის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მათი საქმიანობის სამართლებრივი, ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერა.

3. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი