დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წ.წ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018485 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებაში (სსმ, 75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი ამაშუკელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ქეთევან ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; აკაკი ლოდია - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; თამაზ მარსაგიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ვალერი კვარაცხელია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; თეიმურაზ მურღულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; იური ნოზაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; კახი კანდელაკი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ილია ელოშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; მამუკა ცოტნიაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; თენგიზ ცეკვავა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი ტოკლიკიშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი; გიორგი წაქაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი; რევაზ კაკულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ირაკლი კახიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი როინიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; ბათუ გურჯიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; დიმიტრი ქებაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ზაურ აბაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ნუგზარ ჩიტაია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ავთანდილ თალაკვაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ირაკლი მელაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები