დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016161 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/03/2015 - 26/09/2018)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ“ თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 28 დეკემბრის №318 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ა) დამოუკიდებლობა; ბ) კომპეტენტურობა; გ) მიუკერძოებლობა; დ) შიდა აუდიტის პროგრამისა და მასშტაბის ადეკვატურობა; ე) რესურსებით უზრუნველყოფა.
|
მუხლი 2.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის პასუხისმგებლობა შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის |
ა) სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა; ბ) სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები; გ) სამსახურის საქმიანობის სფერო და მასშტაბები; დ) სამსახურის ანგარიშვალდებულება ბანკის აუდიტის კომიტეტისწინაშე; ე)სამსახურსა და ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ანგარიშვალდებულებრივი ურთიერთობები; ვ) სამსახურისა და მისი თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი; ზ) შიდა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების პროცედურები, აგრეთვე აუდიტორული შემოწმებების, გამოკვლევების, დასკვნებისა და რეკომენდაციების აუდიტის კომიტეტისათვის მოხსენების პროცედურები; თ) შიდააუდიტორულ საქმიანობაში შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები.
ა) განიხილოს და დაამტკიცოს სამსახურის მიერ მომზადებული შიდა აუდიტის წლიური სამუშაო პროგრამა კვარტალების მიხედვით; ბ) კონტროლი გაუწიოს სამსახურის მუშაობას მისი საქმიანობის კვარტალური და წლიური სამუშაო პროგრამის მიხედვით; გ) უზრუნველყოს სამსახურის ობიექტურობა და მისი დამოუკიდებლობა დირექტორატისაგან; დ) განიხილოს სამსახურის კვარტალური მოხსენებები, დაამტკიცოს აუდიტორული გამოკვლევები და რეკომენდაციები, წარუდგინოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს ინფორმაციისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების გასატარებლად; ე) შეაფასოს სამსახურისა და მისი უფროსის მიერ გაწეული მუშაობა პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომის გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება; ვ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატთან ერთად უზრუნველყოს ბანკის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობა სამსახურთან; ზ) არ დაუშვას სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების საქმიანობაში დირექტორატისა და ბანკის სხვა თანამშრომლების ისეთი ჩარევა, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს სამსახურის დამოუკიდებლობა; თ) ხელი შეუწყოს სამსახურსა და გარე აუდიტს შორის, ასევე, სამსახურსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობას რისკებისა და ხარვეზების ეფექტიანი იდენტიფიცირებისათვის. |
მუხლი 3.
შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობა |
ა) სამსახურის საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ მხოლოდ აუდიტის კომიტეტისა წარდგინებისა და თანხმობის საფუძველზე; ბ) სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ აუდიტის კომიტეტის წარდგინებისა და თანხმობის საფუძველზე; გ) სამსახურის სხვა თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება ხდება მხოლოდ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, რაც ბანკის შიდა პროცედურების თანახმად შეიძლება საჭიროებდეს აუდიტის კომიტეტთან შეთანხმებას.
|
მუხლი 4.
აუდიტის კომიტეტისა და შიდააუდიტორული სამსახურის უფლებები |
ა) ჩამოაყალიბოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს სამსახურის საშტატო ნუსხა; ბ) განიხილოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები; გ) შეთანხმების მიზნით განიხილოს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი სამსახურის ნებისმიერი თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები; დ) დაამტკიცოს ან სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურის უფროსის, მისი მოადგილისა და სამსახურის სხვა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისებისა და ამ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების შესახებ საკითხები; ე) რეგულარულად მოიწვიოს კვარტალური და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საგანგებო შეხვედრები სამსახურის უფროსსა და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად; ვ) სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად განიხილოს შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და დირექტორატის მხრიდან სამსახურის რეკომენდაციების უგულებელყოფის ან მაკორექტირებელი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს ბანკის პასუხისმგებელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება.
ა) მოქმედი კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე აუდიტის კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვროს შიდა აუდიტის ჩატარების ფორმები და მეთოდები; ბ) შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ბანკის ნებისმიერი იურიდიული, ბუღალტრული და სხვა შიდა დოკუმენტები, აგრეთვე აუდიტთან დაკავშირებით ნებისმიერი საჭირო განმარტება ზეპირი თუ წერილობითი ფორმით; გ) სრული მოცულობით შეამოწმოს ბანკის საფინანსო, სამეურნეო და ადმინისტრაციული საქმიანობა, ნებისმიერი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე შეამოწმოს ბანკის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პრაქტიკა და პროცედურები, დაადგინოს მათი უტყუარობა, სისრულე და შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და დადგენილ ნორმატივებთან; დ)საბანკო საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის განხორციელებული ყველა ოპერაცია და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მოახსენოს იგი აუდიტის კომიტეტსა და, შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს; ე) ერთპიროვნულად ან გარე აუდიტთან ერთად იქონიოს ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან, პარტნიორ ბანკებთან, ბანკის კლიენტებსა და სხვა კრედიტორებთან, ასევე მესამე პირის სხვა მხარეებთან ანგარიშების ნაშთების ან იმ საბანკო ოპერაციების შესწავლისა თუ დადასტურების მიზნით, რომელთა აუდიტორული შემოწმებაც ხდება; ვ) ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან და გარე აუდიტთან ბანკის შიდა კონტროლის, რისკების მართვისა და მართვის სისტემებისა და პროცესების შეფასების ეფექტიანობის ზრდისათვის; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით პირდაპირი და კონფიდენციალური ურთიერთობა იქონიოს ბანკის აუდიტის კომიტეტთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, დირექტორატთან, ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე გარე აუდიტორებთან; თ) შიდა აუდიტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისათვის შეხვდეს ბანკის შესაბამისი სამსახურების ნებისმიერ მუშაკს და დირექტორატის წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს აუდიტის კომიტეტის სხდომის გამართვა მათი მოწვევით.
|
მუხლი 5.
შიდააუდიტორული სამსახურის პასუხისმგებლობა |
სამსახურს ეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობა:
ა) შეასრულოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შიდა აუდიტის სტანდარტები ამ დებულების შესაბამისად; ბ) განიხილოს ბანკის შიდა კონტროლის სისტემა, შეაფასოს ამ სისტემის ადეკვატურობა და ეფექტიანობა, ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები ამ სისტემის გასაუმჯობესებლად და გაუწიოს მას მონიტორინგი; გ) განსაზღვროს შეესაბამება თუ არა ბანკის მმართველობის სისტემა, პოლიტიკა და სტრატეგია მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებს; დ) გარკვეული პერიოდულობით შეამოწმოს ბანკის ოპერაციები, პროგრამები და თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა და განსაზღვროს მათი შესაბამისობა ბანკის ბიზნესგეგმებთან, დასახულ მიზნებსა და ამოცანებთან; ე) შეამოწმოს შეესაბამება თუ არა ბანკის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულება ბანკის შიდა ინსტრუქციებს, პოლიტიკასა და პროცედურებს, აგრეთვე მოქმედ კანონმდებლობას და ეროვნული ბანკის მოთხოვნებს; ვ) შეაფასოს ბანკის მიერ საკუთარი რესურსების გამოყენების ეფექტიანობა და შედეგები მოახსენოს აუდიტის კომიტეტს; ზ) შეაფასოს მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის სანდოობა, სისწორე, სისრულე და ასეთი ინფორმაციის იდენტიფიცირების, კლასიფიცირებისა და მოხსენების პროცედურის ეფექტიანობა; თ) გარე აუდიტის ეფექტიანი განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს გარე აუდიტორებთან; ი) მოამზადოს და აუდიტის კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს შიდააუდიტორული საქმიანობის პროგრამა თითოეული ფისკალური წლისათვის კვარტალების მიხედვით; კ) დაგეგმოს თითოეული შიდააუდიტორული შემოწმება, ჩაატაროს შესაბამისი პროცედურები და შემოწმების შედეგები მოახსენოს უდიტის კომიტეტს; ლ) აუდიტის ობიექტურად განხორციელების მიზნით განიხილოს აუდიტის შედეგები და რეკომენდაციები აუდიტის მსვლელობისას და მისი დამთავრებისას, იმ პირებთან ერთად, რომელთა საქმიანობაც შემოწმდა; მ) შეამოწმოს ბანკის დირექტორატის მიერ შიდა და გარე აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების დროულად და ადეკვატურად განხორციელება; ნ) მოამზადოს და აუდიტის კომიტეტს წარუდგინოს კვარტალური მოხსენება, რომელშიც განხილული იქნება აუდიტორული შემოწმების შედეგად მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ასევე ყველა მნიშვნელოვანი მაკორექტირებელი ღონისძიება, რომლებიც ამ რეკომენდაციების საფუძველზე მხედველობაში მიიღო ბანკის დირექტორატმა; ო) დაეხმაროს ბანკის უსაფრთხოების სამსახურს არასწორი მოქმედებების გამოძიებასა და დადგენაში; პ) მიიღოს მონაწილეობა ბანკის დირექტორატსა და გარე აუდიტორებთან ერთად იმ აუდიტორული შემოწმების დაგეგმვასა და ჩატარებაში, რომელიც ობიექტების ყიდვა-გაყიდვასა და მსგავს წინადადებებთან (კაპიტალდაბანდებათა შეძენა და გასხვისება, შვილობილი ორგანიზაციის ყიდვა-გაყიდვა, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა, იჯარით გაცემა და სხვა მსგავსი უფლებები) არის დაკავშირებული; ჟ) ჩაატაროს სპეციალური აუდიტი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ან ეროვნული ბანკის მოთხოვნით; რ) მოახსენოს აუდიტის კომიტეტს სამსახურის საქმიანობისათვის შექმნილი დაბრკოლებები; ს) საიდუმლოდ შეინახოს შიდააუდიტორული საქმიანობის განხორციელების დროს მიღებული ინფორმაცია, არ გაახმაუროს კომერციული საიდუმლოების შემცველი ცნობები, არ გამოიყენოს ისინი თავისი ან მესამე პირის ინტერესებისათვის, განუხრელად დაიცვას საბანკო საიდუმლოება. აღნიშნული არ ეხება შიდა აუდიტის მიერ ინფორმაციის ეროვნული ბანკისა და გარე აუდიტისათვის გამჟღავნებას. |
მუხლი 6.
შიდააუდიტორული სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები |
ა) საუნივერსიტეტო განათლება ბუღალტერიაში, საბანკო საქმეში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც მნიშვნელოვანია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი მაღალი რანგის თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე); გ) საქმისადმი მიუკერძოებელი მიდგომა; დ) საბანკო ოპერაციების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის ცოდნა.
ა) საუნივერსიტეტო განათლება ბუღალტერიაში, საბანკო საქმეში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც მნიშვნელოვანია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი მაღალი რანგის თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე); გ) საქმისადმი მიუკერძოებელი მიდგომა; დ) საბანკო ოპერაციების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის ცოდნა.
|
მუხლი 7.
მოთხოვნები კომერციული ბანკის მიმართ |
ა) ხელმძღვანელობის ყველა რგოლისათვის გასაგები და მისაღები იყოს შიდა აუდიტის როლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; ბ) შეიქმნას სათანადო ბაზა აუდიტის კომიტეტისათვის, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს და შეაფასოს სამსახურის მუშაობა.
ა) კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია; ბ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
|
მუხლი 8.
ეროვნული ბანკის უფლებამოსილება |
ა) ჩამოაყალიბა თუ არა ბანკმა შიდააუდიტორული სამსახური, უზრუნველყოფილია თუ არა ეს სამსახური სამუშაო პირობებითა და სათანადო მასალებით; ბ) ასრულებს თუ არა ბანკი ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები