დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016160 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2015 - 16/03/2018)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და 37-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის
წ ე ს ი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
|
მუხლი 2.
ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები |
|
მუხლი 3.
ლიკვიდატორის უფლებები |
ა) გარიგება ბანკის თანამშრომელთა დაქირავების შესახებ; ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი მონაწილეობდა; გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარე 60 დღით ადრე იყო გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება.
ა) მიიღოს სესხი ეროვნული ბანკისაგან; ბ) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან ბანკის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად; გ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს სალიკვიდაციო ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 6. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს: ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები სხვა ბანკში სხვადასხვა ვალუტით; ბ) დროებით არ დახუროს სხვა ბანკებში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები; გ) მიიღოს სესხი სხვა ბანკებისაგან; დ) გადასცეს სხვა ბანკს სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება და ორგანიზაცია გაუწიოს ასეთი ბანკისათვის ვალდებულებათა გადაცემას. |
მუხლი 4.
ლიკვიდატორის ვალდებულებები |
ა) შეადგინოს სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები მოკორესპონდენტო ბანკებს, საბანკო ბარათებისა და ფულადი გზავნილებების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება და მოითხოვოს ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათების გაუქმება; გ) უზრუნველყოს ბანკის კუთვნილი ყველა ბანკომატის დალუქვა; დ) გააკეთოს განაცხადები საჯარო რეესტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო ბანკის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება; ე) დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკის ყოფილ ყველა ადმინისტრატორს ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება კრედიტორებს უნდა აცნობოს სპეციალური შეტყობინებით, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ დადგენილ ვადებში ბანკს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთები. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით. ბ) ბანკის მსესხებლებს და სხვა დებიტორებს უნდა დაუგზავნოს შეტყობინებები ხელშეკრულებების შესაბამისად ბანკის წინაშე არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების) სრულად და დროულად დაფარვის შესახებ და უნდა მოსთხოვოს 1 თვეში წერილობითი დასტურის წარდგენა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. შეტყობინებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ, თუ ვალდებულების დაფარვა წერილობით არ არის დადასტურებული, ლიკვიდატორი სასარჩელს შეიტანს შესაბამის სასამართლოში.
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით; ბ) დანიშვნიდან ორ თვეში ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად გაუგზავნოს დაზღვეული წერილობითი ამონაწერები ყველა იმ პირს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, ვის ქონებასაც განაგებს ბანკი, რომლებშიც აღნიშნული იქნება, რომ წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში მათ საკუთარი ფასეულობის მისაღებად უნდა წარადგინონ თავიანთი მოთხოვნის რეალურობის დამადასტურებელი საბუთები; გ) დანიშვნიდან ორ თვეში მიიღოს საჭირო ზომები რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება; დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და ყველა ანგარიშსწორება განახორციელოს რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ბანკის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში - მათი აუდიტორული შეფასება; ე) ამ მუხლის მე–9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეადგინოს ბანკის აქტივ-პასივების რეალური ნუსხა (ბალანსი) და გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; ვ) უზრუნველყოს ბანკის მიმართ მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება; ზ) ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების ბანკისათვის ხელსაყრელ რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და დროულად დასაფარავად; თ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით; ი) ბანკში ქონების გაფლნაგვა-განიავებისა და დატაცების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საქმეები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით; კ) გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ ან სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის; ლ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სალიკვიდაციო ბანკის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში; მ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი; ნ) ბანკის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; ო) მესაკუთრის გამოვლენის მიზნით ეროვნულ ბანკს შესანახად გადასცეს ფულადი სახსრები და ქონება (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად), რომელიც ერიცხება ბანკს ხელშეკრულებების ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე და რომელთა გამოთხოვაც არ მოხდა ამონაწერში მითითებულ ვადებში; პ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას; ჟ) მოეპყროს ბანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.
|
მუხლი 5.
მოთხოვნების დაკმაყოფილება |
ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არა უმეტეს 1500 ლარისა; გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები; ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ვ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.
|
მუხლი 6.
სალიკვიდაციო ბანკის აქტივების საჯარო აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა |
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს ლიკვიდატორი. იგი აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 10 კალენდარული დღით ადრე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას პრესაში, რომელიც უნდა მოიცავდეს აუქციონის გამართვის თარიღს, გასაყიდი ქონების და/ან აქტივის დასახელებას და საწყის ფასს, აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღების ვადასა და ადგილს, ,,ბე“–ს მოცულობასა და შეტანის წესს, აუქციონის პირობებს და სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის მოკლე აღწერას, განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც აქვთ უფლებები აუქციონზე გასაყიდად გასატან ნივთზე, ვალდებული არიან ამ უფლებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე; ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, საინფორმაციო წყაროების მითითებით, ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 კალენდარული დღით ადრე; გ) აუქციონს ატარებს აუქციონის ჩატარების მიზნით ლიკვიდატორის მიერ შექმნილი სააუქციონო კომისია ლიკვიდატორის თავმჯდომარეობით. სააუქციონო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომლებსაც შეარჩევს ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით; დ) აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება; ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს შევსებული განცხადების ფორმა, ბეს შეტანის ქვითარი; ფიზიკურმა პირმა - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიულმა პირმა - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონების რამდენიმე ობიექტით ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ,,ბე“ ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მონაწილეს გადასცემს ,,საჯარო აუქციონის მონაწილის ბარათს"; ვ) აუქციონს გახსნილად აცხადებს ლიკვიდატორი (კომისიის თავმჯდომარე) და მონაწილეებს სთავაზობს საწყის ფასს. აუქციონი გრძელდება მანამდე, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. ლიკვიდატორმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შეთავაზება სამჯერ ხმამაღლა და მყიდველი; ზ) აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 კალენდარულ დღეში მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებული ფასის შესაბამისი ფულადი თანხა შეიტანოს ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 %, გადახდის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 15 კალენდარული დღით. შესაძლებელია სათანადო დასაბუთების არსებობისას, ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მოხდეს ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დროულად არ გადაიხდის აუქციონზე დასახელებულ თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და ბე არ უბრუნდება; თ) თუ აუქციონის მონაწილის ბარათის მფლობელი ვერ გახდება გამარჯვებული ან არ გამოცხადდება საჯარო აუქციონზე, ან მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უბრუნდება; ი) ქონების და/ან აქტივის შემძენს ამ ქონების და/ან აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; კ) აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე; ლ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე ქონების და/ან აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში; მ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში; ნ) ყოველი აუქციონის შემდეგ ლიკვიდატორის მიერ შექმნილი კომისია აჯამებს საჯარო აუქციონის შედეგებს, ადგენს შესაბამის ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება და მას ხელს აწერენ მყიდველი, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. საჯარო აუქციონის ოქმს მოხსენებით ბარათთან ერთად ლიკვიდატორი წარუდგენს ეროვნულ ბანკს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
|
მუხლი 7.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულება |
ა) სრულადაა დაფარული ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა; ბ) ბანკს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად და იგი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა გაკოტრებულად.
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი; ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ბანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია; გ) ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს; დ) ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ; ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
11. ბანკის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება ბანკის დარჩენილ კრედიტორებზე, განხორციელდება ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. |
მუხლი 8.
ეროვნული ბანკის უფლებები |
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკი; ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა; გ) ადმინისტრაციული აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი; დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ; ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
|
მუხლი 9.
ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა |
ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის; ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ბანკის აქტივების გაფლანგვა-განიავებისა და ბანკის ყოფილი ადმინისტრატორების ან თავად ლიკვიდატორის მხრიდან ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის; გ) სხვა ბანკებისაგან და ეროვნული ბანკისგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის; დ) სალიკვიდაციო ბანკის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის; ე) ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის; ვ) ბანკის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის. ზ) ფინანსური დარღვევებისათვის. თ) ბანკის კლიენტებთან არაეთიკური მოპყრობისათვის.
|
მუხლი 10.
ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები