„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 05/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016111
1
05/03/2015
ვებგვერდი, 13/03/2015
300320000.16.009.016111
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2015 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე–5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის  საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში  (სსმ III, N2, 09.01.2006 წ., სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.007.995) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.      მე-4 მუხლში მოცემულ ცხრილში:

ა)  23–ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  63–ე პუნქტის:

ბ.ა) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

"

 

ჭ)ყოფილი შპს „სოკარ ჯორჯია გაზი–აჭარა “

 

 

 

 

–        საშუალო წნევით მომხმარებლები

29.272

7.133

37.788

 

–        დაბალი წნევით მომხმარებლები

29.272

11.235

41.89

                                                                                                                                        "

 

            ბ.ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

 

"

 

ხ)ყოფილი შპს „ორუჯევი და ჯანმრთელობა“

 

 

 

 

–        საშუალო წნევით მომხმარებლები

29.236

4,754

35,373

 

–        დაბალი წნევით მომხმარებლები

29.236

9,805

40,424

                                                                                                                                       "

2.   მუხლი 41  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფები საცალო მომხმარებლებისთვის ტოლია ამ დადგენილების მე-4 მუხლით გაზგამანაწილებელი კომპანიებისათვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფებისა.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი