დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.018478 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/01/2013, 010220030.10.003.017174) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი შარვაშიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ეკა აკობია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; დავით ჭოჭუა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი; რევაზ ბეშიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; ნინო ჭელიძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფროსი; ნინო ტუსკია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი; თეიმურაზ ანთელავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; ვალერიან ფრანგიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები