„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016054
14
12/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
190040000.19.012.016054
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №14

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის #94 ბრძანების (სსმ III, 2004, №79, მუხ. 700):

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანება“.

 ბ)  მე–5 პუნქტის 1–ლი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებმა:“.

გ) მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები და სამორინეები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2012 წლის 8 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ნებართვის აღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესაბამისი აღრიცხვის ფორმებს ,,ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებითა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
1. ,,ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:

ა) 1–ლი მუხლის მე–2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისათვის.“.

 ბ) 1–ლი მუხლის მე–4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. დებულება არეგულირებს ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების (შემდგომში – ,,სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები”) მიერ (გარდა სამორინეებისა) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს.“.

გ) მე–2 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონიტორინგი – ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ გარიგებებში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხელშეწყობის აღკვეთის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;“.

დ) მე–2 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული, რომელსაც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლებამოვალეობანი, მათ შორის, გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოვალეობანი;“.

ე) მე–4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით“.

  ვ) მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებთან დაკავშირებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და გარიგებაში მონაწილე სხვა პირების ამ დებულებით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაცია (მათ შორის, გაძლიერებული  იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები); პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;“.

 ზ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ მუხლის მე–14 და 141 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ  უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.“.

თ) მე–5 მუხლის მე–12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე  გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თავად განსაზღვრავს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესებსა და პირობებს.“.

ი) მე-5 მუხლის მე–14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები,  აგრეთვე  კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს სათამაშო დაწესებულებაში, როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე, დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).“.

კ) მე-5 მუხლის მე–14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

141. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის მე–14 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.“.

ლ) მე–5 მუხლის მე–15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ მუხლის მე–14 და 141 პუნქტებით გათვალისწინებული  დოკუმენტები ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავენ პირს, რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. ამ მუხლის მე–14 და 141 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებაში 6 წლის განმავლობაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).“.

მ) 51 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით“.

  ნ) 5მუხლის 1–ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა გარიგების მონაწილე პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.“.

 ო)  51 მუხლის მე–3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. თუ გარიგების მონაწილე პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე, გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.“.

პ) მე–6 მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით“.

ჟ) მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების (ოპერაციის) ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სათამაშო ბიზნესის დაწესებულების სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2  და გრიფით „კონფიდენციალური.“.

2. „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის #94 ბრძანებით (სსმ III, 2004, №79, მუხ. 700) დამტკიცებული დებულების:

ა) 1–ლი მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამორინეებისათვის (კაზინოებისათვის) (მათ შორის, აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებისათვის (ინტერნეტ-სამორინე).“.

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს კლიენტის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის (ვინაობის გადამოწმების) წესი და პირობები (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები); აგრეთვე, პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი და პირობები.“.

 გ) მე–5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამორინე კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ მუხლის მე–16 და 161 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სამორინე ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამასთანავე, სამორინე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სამორინეს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას სამორინემ უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.“.

დ) მე-5 მუხლის მე–13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამორინე ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 52 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე  გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სამორინე ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.“.

ე) მე–5  მუხლის მე–13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. სამორინე უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 52 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე–13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. სამორინე უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.“.

ვ) მე-5 მუხლის მე–16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სამორინე ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 და 52 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები,  აგრეთვე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს სამორინეში, როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე, დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).“.

ზ) მე-5 მუხლის მე–16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

161. სამორინე ვალდებულია, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის მე–16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.“.

თ) მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ამ მუხლის მე-16 და 161 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სამორინეს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სამორინე სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს პირს, რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. ამ მუხლის მე-16 და 161 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სამორინეში 6 წლის განმავლობაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).“.

ი) 51 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 52 მუხლი:

„მუხლი 52. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები

1. სამორინე (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია, იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:

ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;

ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;

გ) მიიღოს  ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;

დ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, სამორინე უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.

3. სამორინე უფლებამოსილია, ამ დებულების მე-5 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:

ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;

ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;

გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე–5 მუხლის მე–12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;

4. ამ დებულების მე–5 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, სამორინე არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე–8 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დადგენის, აგრეთვე, კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, სამორინემ უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.

5. სამორინეს მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება სამორინეს მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.“.

კ) მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, სამორინის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სამორინის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.  №2 და გრიფით „კონფიდენციალური”.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი