დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016205 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 18.07.2014, სარეგისტრაციოკოდი: 010250040.35.105.016149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; დ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. 2. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მუხლი 142 შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 142. ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი 1. ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. 3. ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და გამგებლის წარმომადგენლის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი: ა) გამგებლისა და გამგებლის წარმომადგენლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; ბ) გამგებლისა და გამგებლის წარმომადგენლის დავალებით უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; გ) გამგებლისა და გამგებლის წარმომადგენლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; დ) გამგებლისა და გამგებლის წარმომადგენლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები