შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016315
32/33
18/12/2014
ვებგვერდი, 13/03/2015
480610000.03.030.016315
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მხარეებად წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 30 მილიონი რენმინბი იუანის ოდენობით (ოცდაათი მილიონი რენმინბი იუანის ოდენობით).

      

მუხლი 2

ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებულ იქნება ორ მთავრობას შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებით (შეთანხმებებით) რომელიც შეთანხმებულია ორ მხარეს შორის.

 

მუხლი 3

აღნიშნული შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინტროს შორის.

 

მუხლი 4

შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

 

 

ხელმოწერილია 2014 წლის 18 დეკემბერს,  ქ. თბილისში,  ორ დედნად,  თითოეული ჩინურ,  ქართულ და ინგლისურ ენებზე,  ამასთან,  ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით                                  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით