დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018472 |
|
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2012, 040030000.10.003.016814) და ამ დადგენილებით დამტკიცებული:
1. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის“ (დანართი №1): ა) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით, რეალიზაცია შესაძლებლობით „იყიდე ახლავე” ( ე.წ. „Buy It Now“).“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება წინასწარ, გარდა ამ მუხლის მე-2, 21 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების №2 დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული პროცენტი გადაიხდება ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონის პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“; ბ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საჯარო აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების №2 დანართის მე-6 გრაფით გათვალისწინებული პროცენტი გადაიხდება საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, აუქციონის დასრულების დღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“. 2. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობის“ (დანართი №2): ა) მე-2 და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) მე-16 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 გრაფები:
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები