დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.10.003.018469 |
|
,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013, 300280020.10.003.017381) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-7 მუხლს, მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
,,4. აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით გადაცემა/დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე (მათ შორის - მრავალწლიანი) ხელშეკრულების გაფორმებას გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებთან. 5. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საჭირო მოცულობებით უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოცულობის გარდა, დამატებით ელექტროენერგიის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე (მათ შორის - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორზე“) რეალიზაციის ვალდებულებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები