დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება შპს" ბლექ სი ინვესტი"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/647-11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/647-11 წ .
საოქმო განჩინება
2015 წლი ს 23 თებერვალი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარ გიორგიძე
მოვალე : შპს ,,ბლექ სი ინვესტი’’
დირექტორი _ როლანდ ჩანტლაძე
რეაბილიტაციის მმართველი _ ვლადიმერ სალაძე,
კრედიტორები : სსიპ _ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძე, ლიანა ბახლიშვილის წარმომადგენელი დავით ლომოური, სოფიო გეგენავას წარმომადგენელი მამუკა ბარამიძე, გივი ჩელებაძე, მარინა გეგია და სხვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მომრიგებელი საბჭოს წევრად თეიმურაზ ჯუსტიშვილის ნაცვლად დაინიშნოს დავით ლომოური;
2 . მომრიგებელი საბჭოს წევრად ოთარ კახაძის ნაცვლად დაინიშნოს გივი ჩელებაძე.
3 . მომრიგებელი საბჭო დამტკიცეს ახალი შემადგენლობით: როლანდ ჩანტლაძე (პ/ნ 61002001548), გივი ჩელებაძე (პ/ნ 61001003385) და დავით ლომოური (პ/ნ 01022000972).
4. კრედიტორთა კრება გადაიდოს 2015 წლის 12 მარტს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი დღის წესრიგით - მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მიზანშეწონილობა.
5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
6 . განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის:. ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე : /გენადი მაკარიძე/
სხდომის მდივანი : /ნოდარ გიორგიძე/
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები