„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016364
1-1/80
06/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
040030000.22.024.016364
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/80

2015 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ   „საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის   –   საზღვაო   ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის   გადახდისა  და  გადახდილი  საფასურის   დაბრუნების   წესსა  და  პირობებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის  გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს - 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 310 ლარი.“

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს - 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 290 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -340 ლარი;

იმავე დღეს - 390 ლარი.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს „ჰ65“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ66“  ქვეპუნქტი:

„ჰ66) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემებისათვის სახელმწიფო ლოცმანის მიერ სავალდებულო სალოცმანო გაცილების მომსახურების საფასური: 

გემის პარამეტრები (სიგრძე X სიგანე X სიმაღლე) X 0,05 ლარი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდიმიტრი ქუმსიშვილი