დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016363 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/01/2012 სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016150) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადმინისტრაციის საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვლევების ჩატარება.“; გ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანაში არსებული საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. მიზნობრივ ფორუმებში, კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობა, პრეზენტაციებისა და შეხვედრების გამართვა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დელეგაციებისათვის საპროტოკოლო საკითხების უზრუნველყოფა.“; დ) მე-15 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საინფორმაციო ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;“; ე) მე-15 პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ვ) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები