ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016162
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
06/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
190020020.35.129.016162
ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2015 - 01/05/2015)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2015 წლის 6 მარტი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული სახით (დანართი №1).

          

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ.“
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

გამგებლის მოადგილე

1300

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე

1350

5

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი, გამგეობის სამსახურის უფროსი

1000

6

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

7

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის თანაშემწე

790

8

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში

750

9

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი

560

10

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

520

11

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

480

12

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  სპეციალისტი

450

13

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

500

14

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი

420