საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
187
09/03/2015
ვებგვერდი, 09/03/2015
010320040.22.023.016310
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2015 - 25/06/2015)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №187

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი



დანართი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვითი, საჯარო ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების, სახელმწიფო გარემოსდაცვითი პოლიტიკის, საერთაშორისო კონვენციების (ბაზელი, როტერდამი, სტოკჰოლმი) და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნების ცოდნა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ) საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
ზ) გარემოსდაცვით ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
თ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ი) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; (Microsoft Office; Internet Utilities; Google apps for business);