,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016113
10
06/03/2015
ვებგვერდი, 13/03/2015
270070000.35.102.016113
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის) აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 31/12/2014; 270070000.35.102.016099) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

         1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 13. ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება

 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან გაეწევა სოციალური დახმარება იძულებით გადაადგილებულ ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

        2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

       ა) ომში დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

       ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი;

       გ) პირადობის მოწმობის ასლი;

       დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

       ე) დევნილის მოწმობის ასლი;

       ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

       3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.

        2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ოპერაციების თანადაფინანსების ხარჯები, თუ მათ ისარგებლეს კერძო სადაზღვევო კომპანიის ან/და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით და მიიღეს ნაწილობრივი დაფინანსება. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი