დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018711 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №339
2015 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის − „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 27 01) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, განახორციელოს მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები