სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი -რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III - (II მონაკვეთის „A“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018709
  • Word
337
23/02/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
000000000.00.003.018709
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი -რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III - (II მონაკვეთის „A“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №337

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ –  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი - რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III - (II მონაკვეთის „A“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში - ფონდი) უზრუნველყოს:

ა) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III – (II მონაკვეთის „A“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის (ADB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 04) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი