დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018721 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №335
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ
1. დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის (ADB), 500-220 კვ ქ/ს-ის „ჯვარისა“ და შესაბამისი ხაზების მშენებელობის (EBRD, EC, KFW) და 220 კვ „ახალციხე-ბათუმის ” ხაზის მშენებლობის (WB) პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 36 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან, სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალი გაიზარდოს 9 მლნ. (ცხრა მილიონი) ლარით, შემდგომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ანგარიშზე გადარიცხვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები