დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016136 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2015 - 24/11/2016)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №9
2015 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
მუხლი 2
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) სასურველია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა აგროტექნიკისა და გადამუშავების სფეროში საქმიანობის გამოცდილება;
გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint, ინტერნეტი);
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;
ე) უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული ენის) ცოდნა;
ვ) პროექტებისა და ბიზნესგეგმების შედგენის გამოცდილება;
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, II, III, თავები);
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულება“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები