დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018716 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №330
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, თავისი საქმიანობისა და სახელმწიფო ქონების განკარგვის ან/და სარგებლობაში გადაცემის შესახებ საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განახორციელოს მომსახურებისა და საქონლის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა 345 700 (სამას ორმოცდახუთი ათას შვიდასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები