დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №16/05/01 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „წალკა აგროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018715 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №329
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №16/05/01 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „წალკა აგროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №16/05/01 განკარგულებისმე-2 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №16/05/01 განკარგულების დანართით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებიდან არანაკლებ 50 ჰექტარზე აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება და ქერის დათესვა-მოყვანა 2015 - 2016 წლებში, ყოველწლიურად;
ბ) არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №16/05/01 განკარგულების დანართით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებიდან არანაკლებ 70 ჰექტარზე აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება, კარტოფილის დათესვა-მოყვანა და არანაკლებ 1 000 ტონა კარტოფილის მიღება;
გ) შპს „წალკა აგროს“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (ქ. გურჯაანი, სარაჯიშვილის ქ. 53, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №51.01.09.533, №51.01.09.534, №51.01.09.535, №51.01.09.536, №51.01.09.537, №51.01.09.538 და №51.01.09.539) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე სისტემის მოწყობა ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში;
დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №16/05/01 განკარგულების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკო გარანტიის ნაცვლად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს ,,წალკა აგრომ“ წარმოადგინოს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „წალკა აგრო“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „წალკა აგროს“ შორის 2011 წლის 31 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2 და 5.2.3 პუნქტების საფუძველზე , შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ შპს „წალკა აგრო“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები