„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის №23/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და ფ/პ ნუგზარ გოგიტიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018705
328
23/02/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
000000000.00.003.018705
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის №23/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და ფ/პ ნუგზარ გოგიტიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3 28

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის 23/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და ფ/პ ნუგზარ გოგიტიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის 1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმდეს „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის 23/03/07 განკარგულების დანართით ფ/პ ნუგზარ გოგიტიძისათვის განსაზღვრული დამატებითი საპრივატიზებო პირობა.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფ/პ ნუგზარ გოგიტიძე გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფ/პ ნუგზარ გოგიტიძეს შორის 2012 წლის 28 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2 და 5.2.3 პუნქტების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფ/პ ნუგზარ გოგიტიძემ უზრუნველყოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ განკარგულების გამოცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

4. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ ფ/პ ნუგზარ გოგიტიძე უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი