დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018702 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №319
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინფორმაციის გავრცელების (საინფორმაციო-გრაფიკული რგოლისა და სარეკლამო სტატიების დამზადება-განთავსება) მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები