დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2015 წლის 31 იანვარს ამავე მხარეთა შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით შემცირებული ოდენობით საბანკო გარანტიის წარმოდგენის და თავდაპირველი საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018697 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №316
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2015 წლის 31 იანვარს ამავე მხარეთა შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით შემცირებული ოდენობით საბანკო გარანტიის წარმოდგენის და თავდაპირველი საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ მიერ საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 იანვარს დადებული შეთანხმების შესაბამისად შემცირებული ოდენობით (4 950 000.00 აშშ დოლარი) საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი საბანკო გარანტია 6 400 000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები