„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის №23/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „დემეს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018695
  • Word
315
23/02/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
000000000.00.003.018695
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის №23/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „დემეს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №315

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის №23/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „დემეს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

     1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმდეს „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 მარტის №23/03/07 განკარგულების დანართით შპს „დემესთვის“ (ს/კ: 448385827) განსაზღვრული დამატებითი საპრივატიზებო პირობა.

     2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დემე“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „დემეს“ შორის 2012 წლის 28 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2 და 5.2.3 პუნქტების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

     3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, შპს „დემემ“ უზრუნველყოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ განკარგულების გამოცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

     4. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ  შპს „დემე“ უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

     5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი