დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 18/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.10.003.000.872 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №231
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებულ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №17, მუხლი 193) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. პუნქტში ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას მოხელე დეკლარაციის ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გაფორმებამდე ამოწმებს ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების შესაბამისობას ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ პარამეტრებთან.
2. პუნქტში შესული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის საბაჟო კონტროლით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის შევსებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“ ,,შემთხვევითობის“ პრინციპით, წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიხედვით (რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების აწონვის საბაჟო კონტროლით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობების შერჩევას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების აწონვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აგრეთვე აქვს მოხელეს საბაჟო კონტროლით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობაში გაცხადებული მონაცემების გაცნობისას ან/და სატრანსპორტო საშუალების გარეგნული დათვალიერების შედეგად წარმოქმნილი ან/და სხვა დასაბუთებული ეჭვის არსებობისას. ასეთი ეჭვის საფუძვლების შესახებ, რაც გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალების აწონვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, მოხელის მიერ მიეთითება აწონვის აქტში.
4. აწონვის შედეგების საფუძველზე მოხელე დეკლარაციის ან საბაჟო კონტროლით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის შევსების დამთავრებამდე ადგენს და აქტში ასახავს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების წონას (ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს 44 ტონას);
ბ) გადასაზიდი ტვირთის მასის შესაბამისობას დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვართან;
გ) ღერძულ დატვირთვას (თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას, გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას).“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები