დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული სანქციები | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016155 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2015 - 30/03/2015)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული სანქციები
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე, ის დასახლებული ტერიტორიები (დანართი N1), სადაც ფიზიკური პირებისთვის, 2016 წლის 15 იანვრამდე, არ იმოქმედებს სანქციები:
1. 2კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე; 2. 2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე; 3. დიდი მოცულობის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია, შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის (დანართი N2). |
| მუხლი 3 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია, ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენის ღია წესით დაწვაზე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
დანართი 1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე დასახლებული ტერიტორიები
|
2. ხრესილის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. ხრესილის ცენტრი, სოფ. ლეღვას ცენტრი, სოფ. ბუეთის ცენტრი); 3. გურნის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. გურნაში არსებული ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, სოფ. გურნის ცენტრი); 4. სოჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. სოჩხეთის ცენტრი, ადმინისტრაციული შენობისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფ. წყნორის ცენტრი და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, სოფ. ძმუისის ცენტრი); 5. საწირის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. საწირეში ტყიბული–ქუთაისის საავტომობილო გზის მონაკვეთზე; სოფ. საწირის ცენტრი); 6. ცუცხვათის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. ცუცხვათის ცენტრი, სოფ. ცუცხვათის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია); 7. ჯვარისის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. ჯვარისის საჯარო სკოლის, სოფ. ჯვარისაში არსებული ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიისა და ეკლესია–სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები, სოფ. ოჯოლის ცენტრი და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია); 8. მუხურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. მუხურის ცენტრი, სოფ. მუხურაში ტელმანის უბანში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფ. მუხურაში საკვირაოს უბანში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია); 9. კურსების ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ტყიბული–ქუთაისის საავტომობილო გზის 10 კმ. მონაკვეთი, გელათის მონასტერთან მისასვლელი საავტმობილო გზის 2 კმ. მონაკვეთი, მოწამეთაში საავტომობილო გზის 2 კმ. მონაკვეთი, მოწამეთა–სორმონის საავტომობილო გზის 2,5 კმ. მონაკვეთი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები