„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.055.016050
01/235
05/03/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
010320040.22.055.016050
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-235

2015 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/779 ბრძანებასა (სსმ, ვებგვერდი, 04/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.055.016034) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ (შემდგომში - „წესი და დებულება“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ:“. 

2. „წესის და დებულების“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 1. გამოყენების სფერო

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს“. 

3. „წესის და დებულების“ მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების გარდა, კომისიის შემადგენლობაში ასევე მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები  (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი სამინისტროსთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები.

6. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. 

4. „წესის და დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება“. 

5.„წესის და დებულების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის/ატესტაციის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში)  არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას“. 

6. „წესის და დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტები:

„ზ) შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას;

თ) კონკურსის ეტაპებს;

ი) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

კ)  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას“. 

7. „წესის და დებულების“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება) და კომისიისათვის წარდგენას“.  

8. „წესის და დებულების“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „9“-„12“ პუნქტები:

„9.სამინისტრო უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა).  კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.

11. სამინისტრო უფლებამოსილია, დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (სამინისტროს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები), შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

12. კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს და შეტყობინების სახით ეცნობოს თითოეულ კანდიდატს“. 

9. „წესის და დებულების“ მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ და „22“ პუნქტები:

„21. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება სამინისტროს მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

22. კანდიდატს უფლება აქვს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე“. 

10. ამოღებულ იქნეს „წესის და დებულების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი. 

11. ამოღებულ იქნეს „წესის და დებულების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. 

12. „წესის და დებულების“ მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მოხელე, რომელსაც საატესტაციო პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით, შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს“. 

13. „წესის და დებულების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს ატესტაციის ჩატარების პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც“. 

14. „წესის და დებულების“ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ სამუშაო დღეში და ხელს აწერს მას“. 

15. „წესის და დებულების“ მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მინისტრი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, მოხელის პირად საქმეში ასახვით,  მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას)“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი