დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.055.016049 |
|
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/778 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.055.016035) დამტკიცებულ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (შემდგომში - „საკვალიფიკაციო მოთხოვნები“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“. 2. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი სასპორტო განათლება; ბ) სპორტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება“. 3. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი: „გ.ზ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №601 განკარგულებით დამტკიცებული „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“. 4. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი სასპორტო განათლება; ბ) სპორტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება“. 5. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი: „გ.ზ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №601 განკარგულებით დამტკიცებული „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“. 6. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი სასპორტო განათლება“. 7. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №601 განკარგულებით დამტკიცებული „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“. 8. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი სასპორტო განათლება“. 9. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი: „გ.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №601 განკარგულებით დამტკიცებული „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“. 10. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; გ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ” ; გ.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ.დ) საქართველოს კანონი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; გ.ე) საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“; გ.ვ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება; ე) გამოცდილება კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის კუთხით; ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები